მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის რეჟიმს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები

რუსეთის მოქალაქეების ნაკადი საქართველოში არ წყდება. პუტინის რეჟიმს გამოქცეული კიდევ ასობით მოქალაქე თბილისში ჩამოვიდა. მხოლოდ დღეს უკვე საქართველომ სამი ავიარეისი მიიღო. დღის განმავლოაბში კიდევ რამდენიმე რეისს ელოდებიან.

რუსეთიდან ჩამოსული მოქლაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი რეჟიმს გამოექცნენ და მოსკოვში ცხოვრების გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. რუსეთის მოქალაქეები ამბობენ, რომ პუტინის მთავრობა ოკუპანტია.

ამოვიქეცით ქვეყნიდან, ვფიქრობთ დავრჩეთ ცოტა ხანს, როგორ განვითარდება მოვლენები, არ მომწონს რაც ხდება, ოდესაში მყავს მეგობარი, სადაც არ უნდა წვაიდნენ ყველგან ოკუპანტებს გვეძახიან, ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობა ოკუპანტია”, – ამბობს რუსეთის მოქალაქე, რომელცი საქართველოში ჩამოვიდა.

ოპოზიცია კი  საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მოქლაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას თხოვს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი რუსეთიდან ხალხის უწყვეტი ნაკადის შესაჩერებლად სავიზო რეჟიმის დაწესებაა.

ომის პირობებში მიგრაცია გაიზარდა ფაქტია, უპირველესი პასუხისმგებლობა, გამოვიდეს და საქართველოს მოქალაქეებს აუხსნას, რა საფრთხეებთან არის ეს დაკავშირებული და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, ეკისრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ისევეა დამალული, როგორც მთავრობა. ბუნებრივია რისკები არსბეობს, მოვუწოდეთ საქართველოს ხლეისუფლებას. ერთ-ერთი წინადადებაა მიგრაციის რეჟიმი შეიცვალოს და მინიმუმ 1-დან 3 თვემდე სავიზო რეჟიმი დაწესდეს”, – ამბობს პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი.

ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ გათვლიდან, რომ ნებისმიერი რუსი არის პოტენციური დივერსანტი, აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კონტროლი, აუცილებლად უნდა შემოვიღოთ სავიზო რეჯიმი, გომელაურმა უნდა აგვიხსნას, რა ღონისძიებებს ატარებს, რომ პრევენცია მოახდინოს და დივერსანტები ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვას”, – ამბობს ნონა მამულაშვილი.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტი ქვეყნიდან მომავალ საფრთხეებს სათანადოდ ვერ აფასებს.

მე რომ ვიცოდე, რომ ჩვენი უშიშროების სამსახური ამაზე ზრუნავს და ამას უდგება სახელმწიფოებრივად, მაშინ ახლა მშვიდად გაგცემდით პასუხს, მაგრამ რომ ვიცი რა ხდება რელაურად ვხვდები, რომ მზადდება მოიგი პროვოკაცია”, – ამბობს არმზად ახვლედიანი.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთიდან საქართველოში 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button