მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის “შეცდომის” მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული

პუტინის “შეცდომის” მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, დაუშვა “ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა” უკრაინაში შეჭრით და ახლა “იზოლირებულია”, თუმცა ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლა შეჩერდება.

„ვფიქრობ, მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, რომლისგანაც თავის დაღწევა ნამდვილად რთულია. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთი შეძლებს მედიატორის როლის შესრულებას“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან პუტინის ინტერვენციამ უკრაინაში გამოიწვია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახული მასშტაბის სიკვდილი და ნგრევა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა უკრაინაში რუსეთის ომის მე-101 დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის გაუმართლებელი და უკანონო ინტერვენცია მსოფლიოში მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

„ამ ომს აქვს უზარმაზარი შედეგები გლობალური მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ტრასმა.

როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა აღნიშნა, ვლადიმირ პუტინი ძალიან შეცდა.

„ის ელოდებოდა, რომ ინტერვენცია რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, თუმცა მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა უკრაინელების სიმამაცის სიმტკიცე, რომლებიც თავდაჯერებულად იცავენ თავიანთ ქვეყანას.დღეს არის მომენტი, რომ პატივი მივაგოთ ინტერვენციის დაწყების დღიდან მოკლული ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს და დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის გმირული თავდაცვისადმი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი წარმატება და პუტინის მარცხი“, – აღნიშნულია ლიზ ტრასის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button