პუტინის სიგნალი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და პასუხი თბილისიდან
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.
ეს განცხადება მან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად რუსეთის ლიდერმა 2008 წლის ომი გაიხსენა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესება მოსკოვის ბრალი არ არის. მან მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერბატორად დანიშვნაზე და ოკუპირებულ რეგიონებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, სააკაშვილის გუბერნატორობა უკრაინაში ეს უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება იყო.
“რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს და ურთიერთობაში შემდგომ დეგრადაციაs – ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ, რომ არ ვართ ვითარების დაძაბვის მიზეზი, არ უნდა მიეღო საქართველოს ყოფილ ხელისულფებასა და პრეზიდენტ სააკაშვილს ავანტიურისტული გადაწყვეტილება, რამაც საქართველოს ტერიტორიული რღევევა გამოიწვია. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ისტორიული შეცდომაა. ჩვენ მათ მეთოდებს ახლა უკრაინაშიც ვხედავთ, მათ მუშაობის სტილი არ შეუცვლიათ. ეს უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა. საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას ეს პირველ რიგში ქართველი, აფზახი და ოსი ხალხის საქმეა, მათთან საჭიროა საუბარი. ჩვენ ყველა შედეგს გავითვალისწინებთ. მოქმედი ხელისულფებისგან გარკვეულ სიგნალებს ვხედავთ და მათ ვითვალისწინებთ. ქართული ღვინის ორი მესამედი რუსეთის ბაზარზე ხვდება, გაიზარდა ვაჭრობა. რაც შეეხევა სავიზო რეჟიმს. ჩვენ ვფიქრობთ და მზად ვართ გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას “სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად” აფასებს. ღარიბაშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართული მხარე მზად არის გააგრძელოს მოსკოვთან პრაგმატული კურსი. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს.
“გავეცანით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის. მიმდინარე წელს ჩვენ კიდევ უფრო გავახანგრძლივეთ საქართველოში მათი შესაძლო ყოფნის პერიოდი, რადგან დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს მეტი ტურისტი ეწვიოს რუსეთიდან და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს ადამიანებს შორის კონტაქტები.
გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს.
მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა. მზად ვართ გავაგრძელოთ არჩეული პრაგმატული კურსი რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის მხრიდანაც ველით ანალოგიურ მიდგომას”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.