მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის თქმით უკრაინაში ომი უფრო ადრე არ დაიწყო თუმცა მისივე თქმით კრემლი ცდილობს დაასრულოს ომი უკრაინაში

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ნანობს, რუსეთმა უკრაინაში აქტიური მოქმედებები უფრო ადრე რომ არ დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტთან, პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ისაუბრა.

პარალელურად, პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ომი კრემლს არ დაუწყია და რუსეთში მხოლოდ მის შეჩერებას ცდილობენ.

„ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს ვცადეთ მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს“, – აღნიშნა პუტინმა.
ჟურნალისტის შეკითხვების ნაწილი ეხება ინტერვიუს, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა მისცა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს.
პუტინი ინტერვიუში 2014 წლის ომზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2014 წლის დონბასის კონფლიქტის შემდეგ “დასავლელი ლიდერები მას ატყუებდნენ”.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ამას ცდილობდნენ დონბასის საკითხის მოგვარებით მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების დახმარებით, თუმცა, გაირკვა, რომ შუამავალი გერმანია და საფრანგეთი ატყუებდნენ და უბრალოდ, დრო მოიგეს იმისთვის, რომ „უკრაინის რეჟიმი იარაღით დამატებით გაებერათ“.
გაურკვეველია, საომარი მოქმედებების უფრო ადრე დაწყებაზე პუტინმა 2022 წელს უკრაინაში შეჭრა თუ 2014 წლის ომი იგულისხმა.

“როგორც მე ვთქვი, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მხოლოდ ვცდილობთ მის შეჩერებას. პირველ ეტაპზე ჩვენ ვცდილობდით ეს გაგვეკეთებინა მშვიდობიანი საშუალებებით – მინსკის შეთანხმების დახმარებით. როგორც მოგვიანებით გამოაშკარავდა, ჩვენ აქაც გვატყუებდნენ, რადგან ყოფილმა გერმანის კანცლერმა და საფრანგეთის მინისტრმა აღიარეს და პირდაპირ, საჯაროდ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ისინი არც აპირებდნენ ჩვენი ამ პირობების შესრულებას, უბრალოდ დროს იგებდნენ იმისთვის, რომ დამატებით გაეტენათ უკრაინის რეჟიმი იარაღით, რაც წარმატებით შეძლეს კიდეც. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩვენ ვინანოთ არის ის, რომ არ დავიწყეთ ჩვენი აქტიური მოქმედებები უფრო ადრე, იმის იმედით, რომ საქმე წესიერ ადამიანებთან გვქონდა”, – ამბობს პუტინი.
ამასთან პუტინმა დასავლეთის ლიდერები დაადანაშაულა კარლსონთან ინტერვიუში ნათქვამი სიტყვების დამახინჯებაში, რადგან რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, არ უთქვამს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება დაკავშირებულია რუსეთზე ნატოს თავდასხმის საფრთხესთან“.

პუტინის თქმით, რუსეთს „მუდმივად ატყუებდნენ აღმოსავლეთით ნატოს არგაფართოების თვალსაზრისით“ და მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვს დღესაც აშფოთებს ნატოში უკრაინის „ჩათრევის“ შესაძლებლობა, „უშუალო ტრიგერად“ იქცა მინსკის შეთანხმებებზე უკრაინის ხელისუფლების უარი. ზარუბინთან ინტერვიუში პუტინმა ისიც განაცხადა, რომ ნატოს არსებობას საერთოდ, აზრი აღარ აქვს და მხოლოდ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად რჩება.
რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტთან ინტერვიუში პუტინმა ისევ ილაპარაკა, თუ როგორ ძალადობდა კიევი დონბასზე და როგორ გადაარჩინა მოსკოვმა დონბასელები მათი „დამოუკიდებლობის აღიარებით” და შემდეგ რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებით.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად აქვს“ გამოცხადებული და საჯარო სივრცეში ომის ხსენება აკრძალულია, პუტინმა ეს სიტყვა თავად გამოიყენა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არის უკეთესი რუსეთისთვის აშშ-ის შესაძლო ლიდერებს შორის – ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თუ დონალდ ტრამპი, პუტინმა უპასუხა, რომ ბაიდენი, რადგან ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადია.

„ბაიდენი. ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი ადამიანია. ის არის ძლიერი პოლიტიკოსი“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მას არ აქვს უფლება, კომენტარი გააკეთოს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან ის ექიმი არ არის.

„მე არ ვარ ექიმი. და არ მიმაჩნია, რომ უფლება მაქვს, ამ საკითხზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. ჩვენ არ უნდა შევხედოთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ უნდა შევხედოთ პოლიტიკურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ადმინისტრაციის პოზიცია უკიდურესად მავნე და მცდარია. ამის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენს ერთ დროს ვუთხარი კიდეც“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატო არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი და თუ ისინი ფიქრობენ, რომ არ სჭირდებათ, ეს მათი გადასაწყვეტია.

„ვფიქრობ, რომ ნატო საერთოდ არაფერ შუაშია, აზრი არ აქვს. აზრი მხოლოდ ერთია – ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. მაგრამ თუ აშშ მიიჩნევს, რომ მას ეს ინსტრუმენტი არ სჭირდება, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება. აშშ და ევროპა თავად უნდა გაუმკლავდნენ თავდაცვის ხარჯებს“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთს ანექსირებული აქვს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული

მსგავსი პოსტები

Back to top button