პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებების დაწყებამდე ოკუპანტებმა საპორტო ქალაქი დაბომბეს

დღეს გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მოლაპარაკებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვმა უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს მარცვლეულის საექსპორტო პორტზე დრონებით იერიში მიიტანა.
ოდესის რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, მდინარე დუნაის პორტიზმაილზე თავდასხმა დაახლოებით 4 საათს გრძელდებოდა, რომლის შედეგადაც დაზიანდა საწყობები და საწარმოს შენობები, რამდენიმე ნაგებობაში გაჩნდა ხანძარი.
რუსეთის სამხედრო ძალებმა, გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიას დრონებით შეუტიეს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან – ანექსირებული ყირიმიდან და პრიმორსკის მხარიდან. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა. მისი ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ოდესის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს 32 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი(Shahed-136/131). სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 23 დრონი გაანადგურეს.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქში ჩამოაგდეს 17 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, თუმცა, ორ რაიონში დრონებმა მიაღწიეს აგრარულ და საწარმოო ობიექტებამდე. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, იზმაილის რაიონში დაზიანებულია საწარმოების შენობები, საწყობები და ტექნიკა. მსხვერპლი არ არის. იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს.
“საჰაერო ძალებმა დაახლოებით 17 დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ ზოგიერთმა მიზანს იზმაილის ფართო ზონაში მიაღწია”, – განაცხადა ოდესის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა Telegram-ის საშუალებით.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ რეგიონში 6 დრონი გაანადგურეს. ამასთან, უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილმა სამიზნემდე მიაღწია. დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტები.
პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს შავი ზღვის კურორტ სოჭში დღეს შეხვდებიან, ეს არის როდესაც ანკარისა და გაეროს მცდელობა აღადგინონ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება, რისი მიზანიც = გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქება იყო. ანკარამ მოლაპარაკებებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა.
რუსეთმა შეთანხმება ხელმოწერიდან ერთ წელში, ივლისში დატოვა და განაცხადა, რომ საკუთარი სურსათისა და სასუქის ექსპორტი დაბრკოლებებს აწყდებოდა, ხოლო უკრაინული მარცვლეულის საკმარისი რაოდენობა გაჭირვებულ ქვეყნებში არ მიდიოდა.
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, მოსკოვმა თავდასხმები მდინარე დუნაის პორტებზე გაახშირა, რომელიც შეთანხმების ჩაშლის შემდეგ მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის მთავარი მარშრუტი გახდა.
რუსეთმა ოდესის ოლქს დრონებით შეუტია 3 სექტემბერსაც. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სამიზნე იყო საპორტო ინფრასტრუქტურა. დაიჭრა 2 ადამიანი. ერთ-ერთ ობიექტს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 25 ე.წ. დამრტყმელი დრონი, რომელთაგან 22 გაანადგურეს