პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის დროს პესკოვს ჩაეძინა [Photo/video]

10 ოქტომბერს სტამბოლში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს აღნიშნული შეხვედრა უინტერესოდ მოეჩვენა და მას პრესკონფერენციის მსვლელობის დროს ჩაეძინა, – წერს პორტალი trinixy.ru.

ერგოღანის გამოსვლის დროს პესკოვს თვლემა მოერია. რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეს ფაქტი შეამჩნია, მაგრამ მოვლენების მსვლელობას ხელი ვერ შეუშალა.

როგორც პორტალი აღნიშნავს, პესკოვს მაშინაც ეძინა, როცა სიტყვით პუტინი გამოდიოდა. პრესკონფერენციის დასასრულს პუტინმა და ერდოღანმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, გაისმა მხურვალე აპლოდისმენტების ხმა, რამაც პესკოვი გამოაღვიძა. იგი სკამიდან მშვიდად წამოდგა და დარბაზი სხვებთან ერთად დატოვა.

აღსანიშნავია, რომ პესკოვი მთვლემარე მდგომარეობაში ადრეც შეუნიშნავთ. მაგალითად მიმდინარე წლის ივნისში, ტაშკენტში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სხდომაზე, დიმიტრი პესკოვს თითქმის პუტინის მხარზე ჩამოეძინა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44080″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button