მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა რუსეთის არმიის ორ მილიონამდე გაზრდის განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების გაზრდას 2,039,758 პირამდე, ამჟამინდელი 1,902,000-დან.„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი განთავსებულია სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე.

25 აგვისტოს ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სამხედროთა რიცხვი გაიზრდება 1,013,628-დან 1,150,628-მდე.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 2 039 758 ერთეულის ოდენობით, მათ შორის 1 150 628 სამხედრო მოსამსახურით“, – ნათქვამია პუტინის ახალ განკარგულებაში.

ბრძანება ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვარს.

ბრძანების გავრცელების ფონია მეშვიდე თვეში შესული ომი უკრაინაში, რომელიც დაიწყო მოსკოვის არაპროვოცირებული შეჭრით და რომლის დროსაც ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ რუსეთის არმიას დიდძალი დანაკარგი აქვს.

ცნობისთვის, 2017 წლის 17 ნოემბრის დადგენილების შესაბამისად, რუსეთის ჯარი შედგებოდა 1 902 758 ჯარისკაცისა და ოფიცრისგან, რომელთა შორის 1 013 628 სამხედრო მოსამსახურე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button