მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ ჩაშლილად გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტი მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდება

უკრაინის კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, წარუმატებლობის მიუხედავად, საომარი მოქმედებების გარკვეულ მონაკვეთებში, უკრაინული მხარე ამზადებს ახალ აქტიურ შეტევით ოპერაციებს.

“ის, რაც ახლა ხდება საზღვრის ხაზზე, ეწოდება “აქტიური თავდაცვა” და ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ პოზიციებს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. ეს ასევე ეხება კუპიანსკის, ზაპორიჟჟიასა და ავდიივკას მიმართულებას. დიახ, ეს არის აქტიური თავდაცვა გარკვეულ სფეროებში ჩვენი პოზიციების გასაუმჯობესებლად. ჩვენ ამას არ ვმალავთ,” – თქვა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეს ეხება კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ავდეევკის მიმართულებებს.

გასულ კვირას, ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ შეხვედრაზე გამოსვლისას, პუტინმა თქვა, რომ 4 ივნისს, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ზარალი შეადგენს 90 ათასზე მეტ ადამიანს, 557 ტანკს და თითქმის 1 900 ერთეულ ჯავშანმანქანას.

ცნობისთვის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდება. პუტინი დაესწრება პეკინში „სარტყელისა და გზის ფორუმს“, რომელიც 17-18 ოქტომბრს გაიმართება.

როგორც სააგნტო „როიტერი“ აღნიშნავს, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება ყოფილი სბაჭოთა კავშირის ქვეყნების გარეთ, მას შემდეგ, რაც მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.

გასული წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბურ ინტერვენციამდე ვლადიმერ პუტინი პეკინში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც რუსეთმა და ჩინეთმა „უსაზღვრო პარტნიორობის“ შესახებ განაცხადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button