მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ამოცანა დაასახელა

აშშ-ში ფიქრობენ, რომ უკრაინაში რუსეთის ომი 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება

მოსკოვი კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას აანონსებს – პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ახალი ამოცანა დაასახელა, განცხადება ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. კრემლის პრესსპიკერის თქმით, მთავარი ამოცანა უკრაინის “ნაციონალისტური ბატალიონებისგან” გათავისუფლებაა, ოპერაცია კი, რომელიც გრძელდება, შესრულებული იქნება.

კიევზე თავდასხმების გაზრდას აანონსებს რუსეთის თავდაცვის უწყებაც, რასაც საფუძვლად რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ქმედებებს უდებს. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მათ ღამით სხვადასხვა რაიონში 13 სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში და რუსეთის S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ჩერნიგოვის მახლობლად, უკრაინული Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო.

აშშ-ში ფიქრობენ, რომ უკრაინაში რუსეთის ომი 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ინფორმაციას CNN ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

საუბარია ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანზე, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში ბრძოლები თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button