მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინს არ ჰყავს მოკავშირეები და აღარც ჩინეთს სურს მისი მხარდაჭერა

ვლადიმერ პუტინი ინფორმაციულად იზოლირებული ადამიანია, რომელმაც ომის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი დაკარგა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ასოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები და აშკარაა, რომ ჩინეთსაც კი – ეკონომიკურ ძალას, რომელიც დიდი ხანია, მხარს უჭერდა მოსკოვს, აღარ სურს რუსეთის მხარდაჭერა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ რუსეთი გეგმავს ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში განათავსოს იმის ნიშანია, რომ რუსეთის ლიდერს არ მიუღია სასურველი გარანტიები ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან მოსკოვში შეხვედრისას, – ამის შესახებ უკრაინის

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტიდან მალევე, რომ ის ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გადაიტანს ბელარუსში, გამოწვეული იყო იმ ფაქტისგან, რომ ჩინეთის ლიდერის ვიზიტი კარგად არ წარიმართა.
„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტი არ იყო კარგი რუსეთისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის არ სჯერა, რომ რუსეთის ლიდერი მზად არის ბირთვული ბომბის გამოსაყენებლად.
შეგახსენებეთ, „ასოშიეტედ პრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button