ჟურნალისტი მარინა გოგოლაძე ვახტანგ დევიძისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს

დღეს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ვახტანგ დევიძემ თოქ-შოუ ,,თავისუფალი დრო’’-ს წამყვანი მარინა გოგოლაძე პირდაპირ ეთერში გადაცემის მიმდინარეობისას სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

გადაცემის მსვლელობის დროს ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მას აქვს ინფორმაცია, “თითქოს ,,ნაციონალური მოძრაობა’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანას აღარ აპირებს, ალბათ ფაქტების არარსებობის გამო”, რამაც ვახტანგ დევიძის გააღიზიანება გამოიწვია. მან პირდაპირ ეთერში დარეკა, ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.


მარინა გოგოლაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ მას სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის’’ საშუალებით თავად ვახტანგ დევიძემ აცნობა.

ჯერ კიდევ 5 ივნისს, თოქ-შოუ ,,თავისუფალი დროს’’ ეთერში ვახტანგ დევიძემ განაცხადა, რომ ლაგოდეხის გამგებლის კახა ჯამბურიას წინააღმდეგ პროკურატურას 9 ივნისს მიმართავდა, თუმცა, ამ დრომდე ,,ნაცმოძრაობას’’ საჩივარი არ შეუტანია.

 

იმის გამო, რომ რადიომსმენელი და საზოგადოება სიმართლეში დარწმუნდეს, საჯაროდ ვაქვეყნებთ მარინა გოგოლაძის და ვახტანგ დევიძის პირად მიმოწერას და ვახტანგ დევიძესგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ, ვინაიდან ვთვლით, რომ აღნიშნული ქმედება იყო პროვოკაციული და ჟურნალისტის ასევე,,ჰერეთის’’ დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად –  წერს ჟურნალისტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button