მნიშვნელოვანირეგიონი

ქადაგიშვილს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უხერხულობას არ უქმნის

“დისკომფორტს ალბათ უფრო განიცდიან ჩვენი ოპონენტები, რომლებმაც ყოველგვარი პასუხისმგებლობა დაკარგეს საკუთარ ამომრჩეველთან და მათ უფრო მეტი საფიქრალი აქვთ, საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობაში, ვიდერე ჩვენ” – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რადიო ჰერეთის კითხვას, უქმნის თუ არა, მას უხერხულობას, არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტის გარეშე მონაწილეობა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული, “ქართული ოცნების” კანდიდატი, მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.

ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საკუთარ გეგმებში ჩამოყალიბებული არ არის.

“ოპოზიცია არის აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელი ხვალინდელ პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით”.

“მათ არ იციან, რა გენერალური ხაზი გაატარონ. ეს ნათლად ჩანს, მათი განცხადებებიდანაც. ჩვენ ახლა მარჩიელობას არ შევუდგებით, შეიცვლიან თუ არა, აზრს. კანონის თანახმად, მეორე ტური ტარდება და ჩვენ ნაბიჯ- ნაბიჯ მივყვებით კანომით გაწერილ პროცედურას”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყოფილი გუბერნატორი არ იზიარებს, ოპონენტების მოსაზრებებს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ის ამტკიცებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

“ის, რომ ჩვენთან მეორე ტურია, ესეც ნიშნავს იმას, რომ არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იყო. კომისიებმა ყველა საჩივარი განიხილეს, საერთაშორისო დანკვირვებლებმაც პროცესს მაღალი შეფასება მისცეს. ბევრ უბანზე, შედეგებიც კი გადათვალეს. გვაქვს ის შედეგი, რაც ჩვენმა მოსახლეობამ ობიექტურად დადო”- თვლის “ქართული ოცნების” კანდიდატი.

ცნობილია, რომ ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ქადაგიშვილის მთავარი კონკურენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი ბოტკოველი, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს და საარჩევნო კამპანიას არ ატარებს.

საკუთარი პოზიცია გიორგი ბოტკოველმა, არჩევნებიდან მეორე დღესვე დააფიქსირა.ამომრჩევლებთან შეხვედრებს, ირაკლი ქადაგიშვილი, ხვალიდან, 12 ნოემბრიდან დაიწყებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button