ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.
დასკვნით ტურში, პირველი განთესვის მქონე ქართველი მოჭადრაკეები მე-19 რეიტინგის მქონე ავსტრიასთან ყაიმს დასჯერდნენ, თუმცა ამას დიდად არაფერი შეუცვლია, რადგანაც გამარჯვების შემთხვევაშიც კი, საქართველოს ნაკრები მე-3 საფეხურს ვერ ასცდებოდა.
ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება 17 ქულით რუსეთმა მოიპოვა, 15 ქულით ვერცხლი უკრაინამ აიღო, საქართველომ კი 14 ქულა დააგროვა.