ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები საქართველოშია

მსოფლიო ჩემპიონები სამშობლოში დაბრუნდნენ.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთში გამართულ გუნდურ პირველობაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ქართველებმა ბოლო, გადამწყვეტ მე-9 ტურში ჩინეთის გუნდი დაამარცხეს და 17 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ.

მსოფლიო ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ. აეროპორტში მივიდა სპორტის გადამდგარი მინისტრიც.

ლევან ყიფიანმა ჩემპიონი ნაკრების წევრებს სპორტის რაინდის ჯილდოები გადასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button