მნიშვნელოვანირეგიონი

ქალაქ თელავის სიმბოლოდ მიჩნეული ქანდაკება ” ვაზის ყვავილობა” მოსახლეობის მოთხოვნით, ბრუნდება

ათწლიანი პაუზის შემდეგ, ქანდაკების დასამონტაჟებელი სამუშაოები, თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე დაიწყო.  მონტაჟისთვის 35000 ლარი დაიხარჯება.

ვაზშემოხვეული ქალის მონუმენტი, რომელსაც ხელში ყურძნის მტევნები ეკავა, 2012 წელს, თელავის რეაბილიტაციის შემდეგ აიღეს, რასაც ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა. თელავის საზოგადოება ” ვაზის ყვავილობის”დაბრუნებას მუდმივად ითხოვდა და ხელმოწერებსაც აგროვებდა. ქანდაკების დაბრუნების მოთხოვნით დისკუსია ავტორთან, ჯემალ თუშურაშვილთან ერთადაც გაიმართა.

” ვაზის ყვავილობა,” თელავში XX საუკუნის 80- იან წლებში დაამონტაჟეს და ის, ქალაქის ცენტრში თითქმის 30 წლის განმავლობაში იდგა. თელაველების მოთხოვნაზე ქანდაკების დაბრუნების შესახებ,რადიო ჰერეთმა ინფორმაცია რამდენჯერმე გამოაქვეყნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button