ქალაქ ტულასთან ავტობუსი გადაბრუნდა – 8 ადამიანი დაიღუპა [Phot]

iZg1FoZPhz_thumboრუსეთის ფედერელურ ტრასა “Дон”-ზე, ტულის ოლქის უზლოვსკოის რაიონში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რომელიც ასრულებდა რეისს მოსკოვი-ერევანი, – გადმოსცემს “ინტერფაქსი”.

ავტობუსში 59 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად, 8 მგზავრი დაიღუპა, 42 კი მძიმედ დაშავდა. ყველა მათგანი სომხეთის მოქალაქეა და ავტობუსიც სომხეთის კომპანიას ეკუთვნის. ერთ-ერთი ვერსიით, ავარია მძოლმა გამოიწვია, რომელსაც საჭესთან ჩაეძინა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button