რეგიონისაქართველოსიახლეები

ქალაქ ვანში კონტროლი მკაცრდება

იმერეთში, ქალაქი ვანის ტერიტორიაზე ბლოკპოსტები განლაგდება და მოქალაქეების უფრო მკაცრი შემოწმება მოხდება – ამის შესახებ პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქალაქ ვანში კოვიდ-შემთხვევა დაფიქსირდა. მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა, თუმცა ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

“როგორც არის ინფორმაცია გავრცელებული, არის რამდენიმე ახალი შემთხვევა, ერთ შემთხვევაში უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა. დადგენილია გარკვეული კონტაქტები, ასევე მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღებული იქნა იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში მოქმედებს, შემოღებული იქნება პროაქტიული თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი ჩვენი თანამოქალაქეების, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ანალოგიური განხორციელდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ანუ ტერიტორიაზე დაიდგმება ბლოკპოსტები და ქალაქში შემსვლელებსა და გამომსვლელებს შეამოწმებენ. მოქალაქეებს გაუზომავენ სიცხეს და ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი.

მსგავსი პოსტები

Back to top button