მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ქალაქების ჩაკეტვა საჭირო არ არის – თამარ გაბუნია

მიუხედავად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებისა, ქალაქების ჩაკეტვა საჭირო არ არის, – ასეთია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას პოზიცია.

მისი თქმით, ეპიდაფეთქების ზონებში უნდა ჩატარდეს ტესტირება, კონტაქტების მოძიება, სწრაფი იზოლაცია და უნდა მოხდეს სოციალური აქტივობების შეზღუდვა.

როდესაც დღეს, ტესტირების მეტი შესაძლებლობა გვაქვს და შეგვიძლია სწრაფად გამოვავლინოთ ადამიანი, ვისაც აქვს ინფექცია, ამ პირობებში მასშტაბური კარანტინის და ქალაქის ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობს. ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა იყო მაშინ, როცა ტესტირება ასეთი ხელმისაწვდომი არ იყო“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში 57 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button