მნიშვნელოვანირეგიონი
ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ- აქცია კახეშიც ჩატარდა

ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ- აქცია კახეშიც ჩატარდა.
თელავის ცენტრშო შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთიანი მანიფესტო წაიკითხეს, რომლის თანახმად, საქართველოს არჩევანი ევროპაა.
” საქართველოს ქალები და არამარტო ქალები, არ შევეგუებით რუსულ კანონს ჩვენს ქვეყანაში, არავის მივცემთ უფლებას წაართვას ჩემს შვილებს მომავალი და არ დავუშვებთ გასაბჭოებას- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.
კახეთის სამოქალაქო საზოგადოება, აქციების პარალელურად, კახეთის რეგიონიდან პარლამენტში არჩეული დეპუტატებისათვის კითხვებით მიმართვისათვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
მოქალაქეები, დეპუტატებისგან, “უცხოური გავლენის აგენტის შესახებ” კანონისათვის ხმის მიცემის თაობაზე, ანგარიშის მოთხოვნას აპირებენ.