ქალი რექტორი – პირველად ოქსფორდის ისტორიაში
ოქსფორდის უნივერსიტეტს 800-წლიანი ისტორიის მანძილზე, პირველად, ქალბატონი უხელმძღვანელებს.
1230 წელს, რექტორის პირველი არჩევნებიდან მოყოლებული, უნივერსიტეტს სათავეში მარტო მამაკაცები ედგნენ.
პროფესორი ლუიზა რიჩარდსონი (დ. 8 ივნისი, 1958 წ.) – პოლიტოლოგი, პოლიტიკური კვლევების, უსაფრთხოების და ტერორიზმის პრობლემების სპეციალისტია.
ამჟამად, იგი შოტლანდიის სენტ-ენდრიუსის უძველესი უნივერსიტეტის თავმჯდომარეა.