![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/შსს-პოლიცია.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული – ხ.ხ.
დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თანასოფლელი – 1984 წელს დაბადებული ი.ხ.
პოლიციამ ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შემთხვევიდან მალევე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.