მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს წალენჯიხაში

წალენჯიხაში თანდილა ბელქანიას ორსართულიანი სახლი დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს ოჯახის უფროსი ქალი ჩაიწვა, რომელიც მარტო ცხოვრობდა.

მეზობლების ცნობით, მას მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და სახლში ხანძარი სავარაუდოდ, სანთლის დანთების შემდგომ გაჩნდა.

“ეტყობა ხატების კუთხეში სანთელი დარჩა დანთებული და დაავიწყდა, ექსპერტიზა დაადგენს რა როგორ”,-ამბობენ მეზობლები.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button