ქალთა კოოპერატივი “ალვანი” ჩურჩხელის წარმოებას იწყებს

ქალთა კოოპერატივი “ალვანი” ჩურჩხელის წარმოებას იწყებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ENPARD-ში განაცხადეს, ისინი მხარს უჭერენ ფერმერ ქალებს.

“ქალთა კოოპერატივი “ალვანი” 2014 წელს დაარსდა. კოოპერატივმა მიიღო ხელშეწყობა ENPARD-ის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და შემოსავლების ზრდას ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მდგრადი სტრუქტურის პოპულარიზაციის მეშვეობით.

“ღონისძიება 23 ოქტომბერს გაიმართება მოხდება 2000 ჩურჩხელის წარმოება. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა თავად გაეცნონ წარმოების მეთოდებს ჩურჩხელის ამოვლების პროცესში მონაწილეობის გზით. ასევე, ადგილზე გაიმართება “ალვანის” კოოპერატივის ქალი ფერმერების მიერ წარმოებული სასოფლო-სამურნეო პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია”, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button