მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხელშეშლის მცდელობა პოლიციის მხრიდან და ნოვრუზ-ბაირამი კაბალში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ნოვრუზის დღესასწაული დღეს,22 მარტს სპორტული ღონისძიებებით აღნიშნეს. სამოქალაქო აქტივისტი, ელვინ თაღიევი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში ხელის შეშლას ცდილობდნენ, თუმცა მისი თქმით მოგვიანებით, სპორტული აქტივობების განხორციელების უფლება პოლიციამ მათ მაინც მისცა.

სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა კაბალის თემის ახალგაზრდობასთან ერთად, მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა ქართველებმაც მიიღეს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხლისუფლებიდან არავინ დასწრებია

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტების და ლიდერების თხოვნა, რომ მხოლოდ ერთი დღით, 21 მარტს მოხსნილიყო კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები, – არ დააკმაყოფილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button