ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები იწყება
ვაზიანში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნის გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობენ თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და არ გამორიცხავენ, რომ ამ პროცესმა რუსეთის გაღიზიანებაც გამოიწვიოს.
თინა ხიდაშელის თქმით, მისი მინისტრობის პერიოდში შესაძლოა ნატოსთან ურთიერთობის პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში შევიდეს.
ბულგარეთის ქალაქ ვარნადან ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა უკვე რამდენიმე საათია ვაზიანის საწვრთნელი ბაზისკენ მოემართება.
სწავლებაში დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო ჩაერთვება. სწავლება ვაზიანში 11-25 მაისს გაიმართება.