ქართულ-ამერიკული წვრთნები იწყება
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება “ღირსეული პარტნიორი” დღეს ვაზიანის ბაზაზე ოფიციალურად იხსნება.
ერთი დღით ადრე კი ვაზიანში გენერალური რეპეტიცია მოეწყო, რომელსაც თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი დაესწრნენ.
მსგავსი მასშტაბის სწავლება საქართველოში პირველად ტარდება და ის ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება 25 მაისს დასრულდება.