მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება” მოლაპარაკებების განახლების მოლოდინშია

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას ისევ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში იმედი აქვთ, რომ ევროპელი დიპლომატების მედიაციით საქართველოში, პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგი კვლავაც გაგრძელდება

“მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი არ დააკლებს მცდელობას, რომ მხარეები ისევ მოიყვანოს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ ბოლო პერიოდში აშკარა გახდა, თუ ვინ არის დესტრუქციული მხარე. საკითხი არ არსებობს, სადაც ჩვენ არ გვაქვს შეთავაზება დაზუსტებებით, მაგრამ გარკვეული შეთავაზებები ყველა მიმართულებით, ყველა საკითხზე. შესაძლოა ამ მოლაპარაკებებმა აიძულოს დესტრუქციული მხარე გაითვალისწინოს ის საფრთხეები, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას,” – აცხადებს ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

ოპოზიცია კი მოთხოვნებს არ ცვლის და 15 მაისის აქციისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარების ნაწილი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა შეთანხმებას არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ მიაღწიეს. მათი განცხადებით ეს გარკვეულწილად ევროკავშირ-საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე აუცილებლად აისახება.

მსგავსი პოსტები

Back to top button