“ქართულ ოცნებას პარლამენტში 37 მილიონერი დეპუტატი ჰყავს, ოპოზიციას 4”

“ქართული ოცნების 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, ანუ მათი უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დანაზოგები 1 მილიონ ლარს აჭარბებს. 4 მილიონერი დეპუტატი ჰყავს საპარალამენტო ოპოზიციას”, – ამის შესახებ მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” და პარტია “ახალი საქართველოს” კველვაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. ამავე კვლევის მიხედვით, 6 მილიონერია საქართველოს მთავრობაშიც.

“მედიატორის” წარმომადგენლის სოფო მუზაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” დეპუტატების 35%, ანუ ყოველი მესამე არის დეკლარირებული მილიონერი.

“1. შოთა შალელაშვილი34. 907.760 ლარი

2. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე 13 მლ. ლარი

3. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია12.414.270 ლარი

4. პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი10 მილ. ლარი

5. ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი7.672.000 ლარი

კვლევაში საუბარია მილიონერ მინისტრებზეც:

1. კახა კალაძე36.604.500 ლარი

2. ტარიელ ხეჩიკაშვილი11.253.000 ლარი

3. ქეთევან ციხელაშვილი9.748.000 ლარი

4. გიორგი გახარია5.019.000 ლარი

5. ზურაბ ალავიძე2.442.000 ლარი

6. დიმიტრი ქუმსიშვილი 1.965.000 ლარი“,- აცხადებენ კვლევის ავტორები.

მონიტორინგის ცენტრ “მედიატორისა” და “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს” კვლევაში მოექცნენ ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ნატო ჩხეიძე, მილიონერებს შორის არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია და ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრები სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.

“1. ნატო ჩხეიძე51.039.798 ლარი

2. კობა ნაყოფია8.033.500 ლარი

3. სერგო რატიანი1.560.900 ლარი

4. აკაკი ბობოხიძე1.219.450“, – განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

 

დასახელებული პირები  კვლევის შედეგებს ჯერ არ გამოხმაურებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button