მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომი 703-ე დღე უკრაინაში – 120-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა

ომი გრძელდება უკრაინაში – რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 703-ე დღეს 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა. სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის 120-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა.

“დღეს სამხედროებს შევხვდი. მთავარი აქცენტი ფრონტის ხაზზე ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთდა. ჩვენი თავდაცვითი ოპერაციები და ზოგადად აქტიური მოქმედებები დეტალურად იყო აღწერილი. შეხვედრაზე ასევე გავაანალიზეთ იარაღთან დაკავშირებული ყველა საკითხი – ჯარისთვის იარაღის მიწოდება, პარტნიორებთან შეთანხმებები და შიდა წარმოება. მადლობელი ვარ ყველასი, ვისაც ესმის, რომ მხოლოდ უკრაინის უწყვეტი გაძლიერება დაგვაახლოებს ამ ომის დასასრულთან,” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

“26 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – სერებრიანკასა და კრასნოჰორივკაში. რეგიონში, ნოვოგრადოვაკში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.

ამასთან, მტერმა ხერსონის ოლქს 85-ჯერ შეუტია ნაღმტყორცნებით, არტილერიით, MLRS საზენიტო-სარაკეტო რაკეტებით, ტანკებით, უპილოტო საფრენი აპარატებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა ხერსონის სასწავლო დაწესებულება და დაშავდა ერთი ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ყველაზე ცხელი წერტილები ამჟამად ავდეევკა, მარინკა და კუპიანსკია. საღამოს ვიდეომიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია სამხედრო მეთაურებთან გამართული ტრადიციული შეხვედრისას მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება იყო გამახვილებული ჭურვებთან დაკავშირებულ საკითხებზეც – დეფიციტის შევსება, პარტნიორებთან შეთანხმებები და საკუთარი წარმოება.

“იარაღისა და ჭურვების უკრაინული წარმოება დადებით დინამიკას აჩვენებს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ჩართულია და ვინც მუშაობს ჩვენი შესაძლებლობებისთვის…მადლობა ყველას, ვისაც ესმის, რომ მხოლოდ უკრაინის გაძლიერება მოიტანს ამ ომის სამართლიან დასასრულს, ჩვენს უკრაინულ გამარჯვებას” ამბობს ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button