„ქართულ ოცნებაში“ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ,,-ოპოზიცია
არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, – ასე შეაფასა “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები.
კორძაიას განცხადებით, ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები არ აინტერესებს, რაც დემოკრატიული გზა არ არის.
„არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, ეს დაადასტურა კიდეც გუშინ შალვა პაპუაშვილმა თავისი კომენტარებით გერმანელ კოლეგებთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მათ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ. ეს არ არის დემოკრატიული გზა, ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ცალსახა გზა“,- განაცხადა კორძაიამ.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, რა გზას ირჩევენ, უნდათ კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა თუ სიღატაკით იზოლაციაში.
„მიგვაჩნია, რომ ოპოზიციის გზა მიდის კეთილდღეობით ევროპაში და ქართული ოცნების“ გზა მიდის იზოლაციასა და სიღატაკისკენ“,-განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად.
„ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“, – აცხადებს ჯეიმს ო’ბრაიენი.
,,ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს,,-კობახიძე
„სამოქალაქო იდეის“ ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის გამო, ქვეყნისთვის საერთაშორისო დახმარება გაიყინა და სანქცირების პროცესი გრძელდება.
როგორც მან აღნიშნა, ეს სამწუხარო რეალობა ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებზე უნდა შეცვალოს.
“სანქციების პროცესი დაწყებულია, სამწუხაროდ, 2024 წელს ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც ჩვენი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი პარტნიორისგან, აშშ-დან და ევროკავშირიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო არა დამატებითი მხარდაჭერა და შეიარაღება, არა დამატებითი დაფინანსება განათლების, ჯანდაცვისთვის, არამედ მივიღეთ შეჩერებული თავდაცვის პროგრამა, შეჩერებული 95 მილიონიანი გრანტი აშშ-სგან, 50 მილიონზე მეტი გრანტი ევროკავშირისგან და პერსონალური სანქციები ქართული პოლიტიკური ლიდერების მიმართ. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით. ზუსტად ეს რეალობა უნდა შეცვალოს ქართულმა საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად იმით, რომ საარჩევნო დემოკრატიული მოქმედებით აჩვენოს ყველას, რომ საქართველო არის ცივილიზებული და ევროკავშირის წევრობის მსურველი ღირსეული ქვეყანა”, – განაცხადა ხიდაშელმა.