სპორტი

გიორგი პაპუნაშვილი „აპოლონში“ რჩება

ბერძნული მედიის ცნობით, გიორგი პაპუნაშვილი ლიმასოლის „აპოლონში“ დარჩება და შემდეგ სეზონსაც გაატარებს.

იმის მიუხედავად, რომ გუნდში სათანადოდ თავი ვერ გამოიჩინა, ის მაინც ხარისხიანი ფეხბურთელია და ოპტიმალურ ასაკშიცაა.

25 წლის ქართველი ნახევარმცველის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აპოლონის მთავარი მწვრთნელი იანს პეტრაკისი კლუბის ადმინისტრაციასთან ერთად უახლოეს მომავალში მიიღებს.

პაპუნაშვილმს 18 აპრილს, აელ-თან თამაშის მოთელვისას თავი ცუდად იგრძნო და მოედანი დატოვა. კლინიკაში მას ქრონიკული ანგინის დიაგნოზი დაუსვეს.

ის 10 მაისს ნიქოზიას „ომონიასთან“ შეხვედრის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

კვიპროსულ კლუბში პაპუნაშვილი სარაგოსას „რეალიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button