ქართული კარატეს ტრიუმფი ნიუ-იორკში

საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვერვალები დაიპყრო – ამერიკაში „ოფენ ნიუ-იორკი 2016″-ზე დიდი გამარჯვება იზეიმა!
„ქართველების ამერიკაში ზეობას კიდევ ერთი რამ დაემატა: საზეიმო გახსნის ცერემონიალი ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტ სპორტსმენებს , ანტონ ჯღამაძეს და გიორგი მაჩაბელს დაევალათ, რომლებმაც საოგარნიზაციო საკითხს წარმატებით გაართვეს თავი. მთელი მსოფლიო აღტაცებით უყურებდა ქართულ ცეკვას „ერისიონის” შესრულებით.
უნდა აღინიშნოს, რომ საპრიზო ფონდი 12 000 აშშ დოლარი იყო, რამაც წლევანდელი ჩემპიონატი უფრო აზარტული გახადა.
ჩვენმა ნაკრებმა საოცარი შედგები დადო: ჰენრი ვეკუამ (75 კგ.) ოქრო არავის დაუთმო, ხოლო ოფენში დავით ტყებუჩავა (60 კგ.) საკმაოდ რთული ბრძოლების შემდეგ მესამე ადგილს დასჯერდა. ირაკლი ტყებუჩავამაც ბრინჯაოსთვის იბრძოლა და 67 კგ-ში დაისაკუთრა. ასევე მესამე ადგილს დასჯერდნენ გიორგი ელიზბარაშვილი (84 კგ.) და მამუკა მგელაძე, ხოლო კობა ბუიშვილმა +84 კგ-ში მესამე ადგილი აიღო.
ეს გამარჯვება ნამდვილად ტრიუმფალური იყო საქართველოსთვის და ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ასეთ წარმატება-აღიარებას”, – განაცხადა ამერიკიდან საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
„მსოფლიომ იცის, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხია და ამის ნათელი დასტური დღესაც გვაქვს. მათ სრულიად უცხო ქვეყანაში თავისი შრომითა და მონდომებით ფეხი ისე მოიკიდეს, რომ ძალიან დიდ ღონისძიებებს ხელმძღვანელობენ. მადლობა მათ ამისთვის!”, – განაცხადა ნიუ იორკის მერიის წარმომადგენელმა საზეიმო გახსნის შემდეგ.