ქართული კულტურის ცენტრის ახალი მიუზიკლი ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში მოქმედმა ქართული კულტურის ცენტრმა “დენსინგ ქრეინმა” ახალი მიუზიკლი “წერილები” “რულეტის” დარბაზში წარმოადგინა.

ავტორი და რეჟისორი ლიკა ბახტურიძე-სირელსონია, რომელმაც ამერიკელ მეუღლესთან ერთად დაარსა ქართული კულტურის ცენტრი ბრუკლინში. “წერილები” სოციალური თემატიკის შემცველი პიესაა, რომელშიც ქართველი ემიგრანტი ბავშვები მონაწილეობენ.

რვა სხვადასხვა ისტორია ბავშვებზე და სიკეთის კეთების სურვილზე და შესაძლებლობებზე – ეს არის ლიკა ბახტურიძე-სირელსონის ახალი პიესის “წერილების” მთავარი ხაზი. პიესა ხანშიშესული ქალბატონის მოგონებებზეა აგებული, რომელიც საბავშვო ბანაკს და იქ ჩატარებულ “სიკეთის ფესტივალს” იხსენებს, როდესაც ბავშვები ერთმანეთთან იმაზე ბჭობენ, თუ როგორ გაუკეთონ ერთმანეთს სიკეთე. პიესის ბოლო ნაწილი მზურნველობამოკლებული ბავშვების მიერ თოვლის ბაბუისადმი გაგზავნილ წერილებს ეთმობა. მათ ნატვრას და ოცნებებს ბანაკში მყოფი ბავშვები ეცნობიან და მათ დახმარებას გადაწყვეტენ.

ლიკა ბახტურიძე-სირელსონის ეს უკვე მეოთხე საბავშვო მიუზიკლია, რომელიც ნიუ-იორკის სცენაზე დაიდგა.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button