სპორტი
ქართული ლიგა ევროპაში მოთამაშეთა შეფასებით 38-ე ადგილზეა

„ტრანსფერმარკეტმა“ მიმდინარე წელს რამდენჯერმე შეცვალა სატრანსფერო ფასები და საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოს ინფორმაციით, მოთამაშეთა ჯამური ფასებით ევროპული ლიგების რეიტინგში ინგლისური პრემიერ-ლიგა ლიდერობს. ინგლისის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა საერთო ფასი 8,90 მილიარდი ევროა.
პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ: იტალია 5,14მილიარდი ევრო; ესპანეთი – 5,05 მილიარდი ევრო; გერმანია 4,15 მილიარდი ევრო და საფრანგეთი – 3,44 მილიარდი ევრო.
საქართველო რეიტინგში 38-ე ადგილზეა და ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატში რეგისტრირებულ მოთამაშეთა ჯამური სატრანსფერო ფასი 36,18 მილიონი დოლარია.