მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“ქართული მარში” პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდება
ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული ჯგუფი “ქართული მარში” გეგმავს, პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა. ბრეგაძე აღნიშნავს, რომ პარტიის დამფინანსებელი თავადვე იქნება.
“ჩვენ იძულებული გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი ეროვნული ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი, “ქართული მარშის” ბაზაზე. გარდა პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისა, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონე ძალებთან, რათა შეიქმნას პოლიტიკური ცენტრი. “პატრიოტთა ალიანსზე” ვერ ვიტყვი ამას, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მეგობრული ურთიერთობა”. – ამბობს სანდრო ბრეგაძე.