მნიშვნელოვანისაქართველო

“ქართული მარშის” ულტიმატუმი “ოცნებას”

“ქართული მარში” მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ, “ქართულ ოცნებას” ორი მოთხოვნით მიმართავს.

„ქართული მარშის“ წევრის სანდრო ბრეგაძის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და “ეროვნული ძალები” სალომე ზურაბუშვილის კანდიდატურას მხოლოდ ორ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს: თუ პარლამენტიდან მოხდება მარიხუანას კულტივაცის შესახებ კანონპროექტის გაწვევა და რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში „ქართული მარში“ აქციების გამართვას აპირებს, ხელისუფლებას კი მოუწოდებს, პასუხი ორშაბათამდე გასცეს.

“ქართული ოცნებიდან” სანდრო ბრეგაძისთვის არავის უპასუხია.

მსგავსი პოსტები

Back to top button