მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ნაფიცი მსაჯულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული ნაფიცი მსაჯულები, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საავადმყოფოს ექიმების განმარტებით, სამივე პირს სამედიცინო კვლევები, ამ წუთებში უტარდება.

” სამივე დაზარალებული ქალია. მათი მდგომარეობა არის სტაბილური, აღენიშნებათ გარეგნული დაზიანებები. ამ წუთებში, მიმდინარეობს კვლევა და დაახლოებით, ერთ საათში გვეცოდინება, შესაძლებელია თუ არა, რომ მათ დატოვონ საავადმყოფო და მონაწილეობა მიიღონ სასამართლო საქმის განხილვაში”- განაცხადა

რეფერალური ჰოსპიტალის ექიმმა, ვლადიმერ მირიანაშვილმა.

შეგახსენებთ, სამი ნაფიცი მსაჯული, რომლებიც თბილისიდან თელავში, საქმის განხილვაზე მიდიოდა, გომბორის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.

სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც თელავის რაიონულ სასამართლოში განიხილება, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას ეხება.
განზრახ მკვლელობაში, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ვანო ზანდრაშვილია ბრალდებული.

შემაჯამებელი სხდომის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა, ვერდიქტი უნდა გამოაცხადონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button