ქართული ოცნება 15%, ნაციონალური მოძრაობა 13% – NDI

ხვალ რომ არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? გამოკითხულთა 15% კოალიცია “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “თავისუფალ დემოკრატებს” 6%, “ლეიბორისტულ პარტიას” 4%, “პატრიოტთა ალიანსს” კი 3%.

გამოკითხულთა 38%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა, შედეგები ასე გადანაწილდა – კოალიცია „ქართული ოცნება – 31 პროცენტი; „ნაციონალური მოძრაობა“ – 11 პროცენტი; არ ვიცი – 43 პროცენტი.

NDI -ის ინფორმაციით, გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან – 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%“.

მსგავსი პოსტები

Back to top button