“ქართული ოცნება” მცირედით უსწრებს “ნაციონალურ მოძრაობას”- GFK–ს კვლევა

საზოგადოებრივი კვლევის ახალი შედეგები. კომპანია ჯი-ეფ კეიმ რუსთავი 2-ის დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. კვლევა 2-დან 18 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

პარტიული რეიტინგები ასეთია.

ქართული ოცნება 35.9
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 34.2
სახელმწიფო ხალხისთვის – პაატა ბურჭულაძე 9.8
ლეიბორისტული პარტია 5.4
თავისუფალი დემოკრატები – ირაკლი ალასანია 4.5
პატრიოტთა ალიანსი – ირმა ინაშვილი 2.4
ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა 2.2
რესპუბლიკური პარტია 0.7
პოლიტიკური ცენტრი გირჩი 0.5
ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძე 0.5

გირჩი, ვაშაძე და ბურჭულაძე საველე სამუშაოების დაწყებისას ცალცალკე სუბიექტები იყვნენ, ხოლო რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მთავრობაში.

“ჯი-ეფ კეის” მიერ ჩატარებულ კვლევებშ მოსახლეობამ საქართველოს მთავრობის საქმიანობაც შეაფასა. გამოკითხული მოსახლეობის 46.4 %-ს მთავრობის საქმიანობა მოსწონს ან ნაწილობრივ მოსწონს. კვლევების მიხედვით, მთავრობის საქმიანობა არ მოსწონს მოსახლეობის 48.3 %.

კითხვაზე: შემდეგ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

გიორგი მარგველაშვილი 10.5%
დავით ბაქრაძე 9.1%
მიხეილ სააკაშვილი 6.9%
გამოკითხულთა  4.8% ხმას ირაკლი ალასანიას მისცემდა. 

პაატა ბურჭულაძეს  3.6%, ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმას 3.0% მისცემდა. 

გერმანულ-ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე შეფასებები გაკეთდა ნაციონალურ მოძრაობაში. კვლევის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ რეიტინგებში რიგით მეორეა მმართველი პარტიის შემდეგ და მათ შორის სხვაობა 1%-ზე ნაკლებია.
 

“ჯი-ეფ კეის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, ხელისუფლების წევრებიც აფასებენ. განცხადებები პოლიტიკური კვლევის ნაწილზე, როგორც მინისტრთა კაბინეტში, ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა. მმართველი გუნდი კვლევის შედეგებს არ ენდობა და დასახელებულ პოლიტიკურ რეიტინგებს მანიპულაციას უწოდებს. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის გია ჟორჟოლიანის თქმით, კვლევას მედიამ და ზოგადად საზოგადოებამ დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს, რადგან მისი თქმით, კვლევა რეალურ ვითარებას არ ასახავს.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას და პოლიტიკურ რეიტინგებს აფასებენ რესპუბლიკელებიც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ხიდაშელის თქმით, პოლიტიკური რეიტინგები არ ასახავს რეალობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button