მნიშვნელოვანისიახლეები

„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბიძინა ივანიშვილის-ოცნება

საარჩევნო სია საბოლოო სახით ზაფხულისთვის ან შემოდგომის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდება

არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბიძინა ივანიშვილის როლს და მის ფაქტორს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამყარებს გუნდს.

„ჩვენ ყველამ კარგად მოვისმინეთ, თუ რა განცხადება გააკეთა ბატონმა ბიძინამ, მან თქვა, რომ ძალიან რთული დრო დგება, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მსოფლიოში და არსებობს სხვა რისკები, რისი გადაზღვევაც არის აუცილებელი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს იყო და არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ დაბრუნდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ოპოზიციის ეს განცხადება ძალიან სასოწარკვეთილად გამოიყურება. გასაგებია მათი მდგომარეობა, მე მესმის, როგორ მდგომარეობაში არიან, აბსოლუტურად განადგურებულები არიან, კარგად ვიცი და ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და მათი ეს განცხადებაც გასაგებია. სასაცილოა, რა თქმა უნდა. ბევრად უფრო რთულ მიზნებზე ისაუბრა და აქცენტი გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში. ბევრად უფრო დიდ, დიად ეროვნულ მიზნებზე. არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაშიც ძალიან დიდი როლი ექნება თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს და მის ფაქტორს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტად დაბუსტავს და გააძლიერებს გუნდს და გაამყარებს, კიდევ უფრო მეტად სტაბილურს გახდის და განჭვრეტადს გახდის მომავალ წლებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაზეც თავად მოისმინეთ ალბათ ბატონი ბიძინას შეფასება, რომ ოპოზიცია დღეს უკვე აღარ არსებობს, განადგურებულია ფაქტობრივად, არ ისმის ოპოზიციის არც ერთი ნორმალური, საღი კრიტიკა“, – განაცხადა პრემიერმა.

საარჩევნო სია, საბოლოო სახით, ზაფხულისთვის ან შემოდგომის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“იანვრიდან დაიწყება უკვე წინასწარი სამზადისი არჩევნებისთვის. საარჩევნო ფაზაზე გადავალთ უკვე ივლისის თვიდან, თუმცა, იანვრიდან, რა თქმა უნდა, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. სიის ფორმირებას რაც შეეხება, უფრო საბოლოო სახით ჩამოყალიბდება ზაფხულისთვის ან შემოდგომის დასაწყისისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება – ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე “დაბრუნებაა”.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრად აირჩია. თანამდებობა მან 2013 წლის ნოემბერში დატოვა, თუმცა ხუთი წლის შემდეგ მან პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდა.

პოლიტიკიდან კვლავ წასვლის შესახებ მან 2021 წელს განაცხადა. ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად პოლიტიკიდან არ წასულა და ამ დროის განმავლობაში პარტიას კულისებიდან მართავდა და ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button