მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა- ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენისას დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

„მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობის თაობაზე. ჩვენ, მთავარი, რაც უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის შემდეგი, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, როგორც მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. მე მჯერა, რომ, როგორც დედაქალაქში, რომლიც კანდიდატიც არის უალტერნატივო, ასევე ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ეს იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე იგი შეეხო მათ ოპონენტებსაც, რომლებსაც, მისი თქმით, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი და მათი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსი.

„ჩვენს ოპონენტებს და დაპირისპირებულ მხარეს სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, არ აქვთ რეალური დღის წესრიგი. მათი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, მუდმივი არეულობა და ქაოსი. ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხელწერა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების ხელწერა. ამის ნათელი მაგალითია ის მასშტაბური სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში განახორციელა ჩვენი გუნდის გამორჩეულმა ლიდერმა კახა კალაძემ“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button