გურჯაანიდან გატაცებული გოგო და გამტაცებელი იპოვეს

გურჯაანში მამაკაცი დააკავეს 24 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით. წინასწარი ინფორმაციის მამაკაცმა გოგო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.

გატაცებული და გამტაცებელი პოლიციამ იპოვა. საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით არის აღძრული. როგორც პოლიციაში თქვეს, “დაკავებული დანაშაულს აღიარებს”.

გატაცებული გოგოს ახლობლების თქმით, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მან სამართალდამცავებს მიმართა და უთხრა, რომ აღნიშნული პირი მას ავიწროვებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button