„ქართული ოცნება“ საქართველოზე ბატონობის უფლებას არავის აძლევს,,-ოცნება 4 მაღალჩინოსნის სანქციებზე

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები და სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ესენი არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე.
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 4 ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის, დასანქცირება, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს.
მმართველ გუნდში, პოლიტიკურ შურისძიებასა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.
კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არავის აძლევს საშუალებას, რომ საქართველოზე იბატონონ, რის გამოც გაღიზიანებულები არიან.
„ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთს მხრიდან შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად – ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ, ამიტომ არიან გაღიზიანებულნი, თუმცა ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონერები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული „შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას”.
შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე.
პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომბერს, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, მისი „მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ“ და არჩევნების შემდეგ „მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია“.
„საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას.
ეს იყო “დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის” დარღვევით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. “ვენის კონვენციის” დარღვევასთან ერთად, ამგვარი უპატივცემულობა, თავად ელჩის მხრიდან, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაცაა.
მიუხედავად არჩევნებში უხეში ჩარევისა, და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, 26 ოქტომბერს რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი გამოვიდა და თქვა, რომ აქ დაბალი ღობე არავინაა და არავის მისცემს მასზე ზემოდან ყურების უფლებას. ეს ვუთხარით საბჭოთა მოსკოვს 1989 წლის 9 აპრილს და იგივე გავიმეორეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველა იმ დედაქალაქის გასაგონად, ვინც ჩვენთვის მოსკოვის ჩანაცვლება მოისურვა.
26 ოქტომბერს, ნაცმოძრაობასთან ერთად, მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია.
რაც შეეხება სანქციებს. დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონერები. ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას“, – წერს პაპუაშვილი.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები და სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ესენი არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სანქციები “დიფ სთეითის” ხელწერაა:
“სანქციების მთელი სერიალი ზუსტად “დიფ სთეითის” ხელწერაა. რამდენჯერმე ვთქვით და გავიმეორებთ, ევროპის ტიპის ქვეყნები, მაგალითად როგორიც არის სლოვაკეთი, მისი პრემიერი კინაღამ მოკლეს, ამერიკის პრეზიდენტი რომ არის დღეს და კანდიდატი რომ იყო ტრამპი, ისინიც კინაღამ მოკლეს. ამერიკის უკვე მოქმედი პრეზიდენტი აღიარებს, რომ მას “დიფ სთეითი” და გლობალური ომის პარტია ებრძვის და ახლა, ვინმეს მოუტრიალდეს ენა და თქვას, რომ თურმე ჩვენ ვიძახით არასწორს. შესაბამისად, ასეთი სანქციები, ბრიტანეთი იქნება თუ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ჯერჯერობით “დიფ სთეითი” ისევ მძლავრობს – სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის საქართველოსთან მიმართებაში,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
“ძალიან სამწუხაროა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ასეთი დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფომ დღეს ძალიან კარგად შეითავსა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ძალიან არასწორი დამოკიდებულება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ და პრაქტიკულად ერთ წინადადებიანი განმარტებით აწესებს სანქციებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომელთა მუშაობაზეც პრაქტიკულად დგას ქვეყნის უსაფრთხოება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ შეირყეს ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის საფუძვლები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ნათლად იკვეთება მცდელობა, რომ საქართველოს აგრძნობინონ, რომ ის არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ არის ამ შემთხვევაში ბრიტანეთის კოლონია, რაც, ბუნებრივია, აკნინებს თვითონ ბრიტანეთის რეპუტაციას,”- აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები და სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ესენი არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე.
ოპოზიცია, ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით დადებითად აფასებს
“უნდა გვესმოდეს, რომ ეს სანქციები თავისი მნიშვნელობით და შესაძლებლობით არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მყისიერი შედეგის მომტანი, ამიტომ ამ ადამიანებს საკადრისი პასუხი გაეცათ უკვე საგარეო მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სანქციებს კიდევ არაერთი სახელმწიფო შეუერთდება დასავლურ სამყაროში. მაგრამ მთავარი პასუხი ამ ადამიანებს იმ ძალადობასა და დანაშაულებზე, რომელსაც ჩადიან, ქართველმა ხალხმა უნდა გავცეთ ერთად, რაც მგონია, რომ მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია,” – აღნიშნა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან სანიკიძემ.
ოპოზიცია, ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით დადებითად აფასებს
ბრიტანეთის განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.