მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება” ზუგდიდში გამარჯვებას უკვე ზეიმობს

მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ირაკლი ჩიქოვანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

“არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა, მიმდინარეობს ხმის მიცემის დასრულების პროცედურა და უბნების დახურვა. როგორც მოსალოდნელი იყო ჩვენმა კანდიდატმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ჩვენი მომხრეების დიდმა როდენობამ მოგვცა ხმა და მანდატი იმისთვის, რომ აღმშენებლობა გავაგრძელოთ და შემდეგი 4 წელი ქვეყანა განვითარდეს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში.

ოპოზიციას აქვს პრეტენზიები, მათ რომ მიეღოთ მონაწილობა, სხვანაირად იქნებოდა გადანაწილება, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა იმაში, რომ იმ მხარდაჭერით რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ არჩევნებში, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებდა, ასე რომ მათ მხრიდან ნებისმიერი სპეკულაცია, ნებისმიერი დესტრუქცია არის აზრს მოკლებული და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა ვუთხრა.

რაც შეეხება ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას, ვიცით რომ იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და ამან გარკვეულწილად განაპირობა ის, რომ ამორჩეველმა საარჩევნო უბნებზე მისვლისგან თავი შეიკავა.

ასევე ოპოზიციური პარტიები არ იღებდნენ მონაწილეობას ამ არჩევნებში და მათი მომხრეები ნაკლებად იყვენენ წარმოდგენილები დღეს საარჩევნო უბნებზე, თუმცა ნებისმიერი შემთხვევაში ჩვენი კანდიდატი იმ მხარდაჭერით, რომელიც ჩვენ მივიღეთ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დღეს  17 საარჩევნო ოლქში ჩატარდა.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button