მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება”ბერას ინტერვიუთი კმაყოფილია-ნაწილი მის პოზიციას პირდაპირ იზიარებს

ბერა იავნიშვილის ინტერვიუს მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. მაგალითად,”ქართული ოცნების” დეპუტატს რიმა ბერაძეს მიაჩნია,რომ ბერა საუბრის დროს გულწრფელი იყო და კითხვის ნიშნებიც არ გასჩენია.

„ბერა ივანიშვილი იყო ძალიან გულწრფელია, ასეთია ჩემი შთაბეჭდილება. მან ჟურნალისტის დასმულ კითხვებს გულწრფელად უპასუხა. კითხვის ნიშნები რაზე უნდა გამჩენოდა, მითხარით, აბა? კითხვის ნიშნები თუ არსებობს, გამოძიება მიყურადებაზე დაწყებულია. რა კითხვებიც იქნა დასმული ჟურნალისტის მიერ, მან გულწრფელად ახსნა რა პროცესები იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში“-ამბობს რიმა ბერაძე

ბერა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” თამარ ტალიაშვილი

“ერთს ვიტყვი დღევანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით – ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო. ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს Hიგჰთეცჰ ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა”, – განაცხადა ტალიაშვილმა.

“ქართული ოცნების”კიდევ ერთი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური კი ბერას პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, ისიც აუცილებლად მოსთხოვს პასუხს

„ადამიანმა თქვა, რომ თუ მე შეურაცხყოფას მომაყენებენ, თუ ოჯახის წევრს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოვითხოვ. თქვენ თუ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, არ მოითხოვთ პასუხს? გამოვიდნენ ერთ მხარეს ადამიანები ვისაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და თქვან, რომ ამაზე არ მოითხოვენ პასუხს. მეც, როგორც საჯარო პირი და პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, მაქვს თმენის ვალდებულება, განსხვავებით ბერა ივანიშვილისგან. მიუხედავად ამისა, თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს არასწორად შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს. მერწმუნეთ, რომ თქვენც მოითხოვთ“-ამბობს ალუდა ღუდუშაური

შეგახსენებთ,”თV პირველმა“გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას ათანხმებენ.

პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ უკანონო მიყურადებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button