მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნება”კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს-ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” გუნდი მოლაპარაკებების პროცესში შედეგზე იქნება ორიენტირებული და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ქრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

“კიდევ ერთხელ მინდა სრული მზაობა განვაცხადო ჩვენი გუნდის სახელით”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, – “ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს”.

პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ პროცესში ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოფრინდა. დიპლომატი საქართველოში 2 დღის განმავლობაში დარჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button