სპორტ-ნიუსისპორტი
საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2 საფეხურით დაწინაურდა

უეფამ ფუტსალის ეროვნული ნაკრებების რეიტინგი განაახლა,სადაც საქართველოს ნაკრები 2 პოზიციით დაწინაურდა
წინსვლა განაპირობა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის სტარტმა,როდესაც ქართველმა სპორტსმენებმა აზერბაიჯანელი კოლეგები ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.
ამ დროისთვის ავთანდილ ასათიანის გუნდი 1810,231 ქულით მე-13 ადგილზეა და აღნიშნული მონაცემებით ფინეთისა და პოლონეთის ნაკრებებს გადაასწრო.
საინტერესო ფაქტია,რომ ასათიანის გუნდის წინ ადგილს ზუსტად ის ბოსნია- ჰერცოგოვინა იკავებს,რომელსაც ევროპირველობის მეორე ტურში დღეს უნდა შეხვდნენ.
ბოსნია-ჰერცოგოვინა საქართველოს მხოლოდ 15,803 ქულით უსწრებს და გამარჯვების შემთხვევაში არც ამ ბარიერის დაძლევა იქნება შეუძლებელი.