საქართველოსიახლეები

“ქართული ოცნების” ახალი სახე ვეღარ ვიქნები”

“ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ “ქართული ოცნების” ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ”. – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც არჩილ თალაკვაძის იმ განცხადების შეფასებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნება” ახალ სახეებს ეძებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ის ისევ პრემიერ-მინისტრი თუ მმართველ პარტიას ახალი გუნდი ეყოლება, გახარიამ უპასუხა, რომ “ყველაფერი შეიძლება”.

“მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ, ერთხელ ვთქვი უკვე. მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილები”. – დასძინა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button