კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ქართული ოცნების” დეპუტატი მოქალაქეს იარაღით მისდევს

მედიაში აქტიურად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მისდევს გადატენილი იარაღით,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მოქალაქეს.

მკოიანი იარაღს მოქალაქეს უმიზნებს.

კადრში ჩანს პოლიცია, რომელიც ცდილობს, მკოიანი და თანხმლები პირები შეაჩეროს.

დეპუტატი პოლიციასაც ფიზიკურად ეხება. საბოლოოდ, პოლიციელი მას იარაღს არ ართმევს და გვერდით იწევა.

ჩანაწერის წარწერის მიხედვით, ეს კადრები 2020 წლის 26 მარტს არის გადაღებული, როცა მკოიანის სახლთან სროლა იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე არა ენზელ მკოიანი, არამედ “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმისშვილი დააპატიმრეს.

კადრები თავდაპირველად, ახალქალაქი ნიუსმა გაავრცელა.

 

https://www.facebook.com/akhalkalakinews/posts/157529045913038

მსგავსი პოსტები

Back to top button