„ქართული ოცნების“ დეპუტატ ზარქუას თქმით აქტივისტმა ქალებმა სიტყვიერი შეყრაცყოფა მიყენეს მან კი უჩივლა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გვანცა ვარდოსანიძემ სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა 3 500 ლარით დააჯარიმა. 4 000 ლარით დაჯარიმდა მარიამ სიჭინავაც რომლების წინააღმდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ქართული ოცნების წევრის, ირაკლი ზარქუას საჩივრის საფუძველზე დაიწყო.. მისი საქმის მოსამართლე ნინო ჭაბუკიანი იყო. ორივე მათგანი პროცესის ბოლოს მოსამართლეებმა დარბაზიდან გააძევეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა აქტივისტ ქალებს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის და კიდევ ერთი აქტივისტი, კერენ ესებუა, მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
„სამარცხვინო, ზუგდიდში შენი ადგილი არ არის“, – მიმართავდნენ აქტივისტები ირაკლი ზარქუას.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე აქტივისტების წინააღმდეგ 173-ე მუხლის 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით იყო დაწყებული, რაც 4 ათას ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მარიამ სიჭინავა არასრულწლოვანი შვილის მარტოხელა მშობელია, კერენ ესებუა კი პირველი ხარისხის ინვალიდობის მქონე დედის ერთადერთი მეურვე – ორივე მათგანის ოჯახის წევრებისთვის მათთვის შეფარდებული პატიმრობა დრამატული და პრობლემური იქნებოდა ოჯახის წევრებისთვის.
ზუგდიდში გამართულ სასამართლო სხდომაზე 100 ლარით დააჯარიმეს სასამართლოს უპატივცემულობის გამო პარტია დროას წევრი, შუშანა მაცაბერიძეც, რომელიც მცირე დარბაზის ნაცვლად უფრო დიდ დარბაზში ითხოვდა სხდომის გადატანას.
ირაკლი ზარქუა ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელმაც აქტივისტს უჩივლა – მარიამ ლაშხმა ასევე შეიტანა სარჩელი აქტივისტ თათია აფრიამაშვილის წინააღმდეგ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა და ითვალისწინებს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 წლის ვადით.